„პარლამენტში არშესვლა არის პოლიტიკური თვითმკვლელობა იმ პარტიებისთვის, რომლებიც ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ“, - ამის შესახებ სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, სოზარ სუბარმა ტვ „იმედის“ ეთერში განაცხადა.
„რატომ არიან ისტერიკაში „ევროპული საქართველოს“ ლიდერები? ნამდვილად არ ეთმობათ მათ ის ადგილები. ტყუილია, რომ აქვთ განცდა, თითქოს არჩევნები გაყალბდა. არჩევნებიდან მეორე-მესამე დღესვე აღიარა თამარ ჩერგოლეიშვილმა, რომ 100 ათასი ხმით ნაკლები მიიღო პარტიამ, ვიდრე წინა არჩევნებში. ბოლო პერიოდში ამას აღარ ამბობენ და გადავიდნენ იმ ნარატივზე, რომ გაყალბდა. მათზე უკეთ არავინ იცის, რომ მიიღეს იმდენი ხმა, რამდენიც მიიღეს და არც ერთი ხმით მეტი მათ არ მიუღიათ. 20 წევრი ჰყავდათ პარლამენტში და შეეძლოთ ხალხში გარკვეული მანდატი დაეგროვებინათ, გარკვეული სიმპათია, გარკვეული ნდობა. ამას, რომ ვერასდროს დაიმკვიდრებდნენ ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ შესაძლებელი იყო, რომ არა გამოუსწორებელი შეცდომა. არჩევნების წინ მთლიანად მოექცნენ სააკაშვილის ჩრდილის ქვეშ, გაერთიანდნენ მისი ფარდის ქვეშ“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.