logo_geo
eng_logo
მარიამ ქვრივიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ თებერვლიდან ზამთრის კურორტები გაიხსნება როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ტურიზმისთვის
- +

27 ნოემბერი. 2020. 18:32

 

 

მარიამ ქვრივიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ თებერვლიდან ზამთრის კურორტები გაიხსნება როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ასევე საერთაშორისო ტურისტებისთვის. ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის წევრმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

„ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, გვიწევს მაქსიმალურად დავუჯეროთ ჩვენს ეპიდემიოლოგებს და ჯანდაცვის ექსპერტებს. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ ორი თვის განმავლობაში საბაგიროებისა და უშუალოდ კურორტების ოპერირება არ მოხდეს, რაც ბუნებრივია.

 

ძალიან რთულია. კარგად გვესმის, რომ ძალიან რთულია ამ კურორტებზე არსებული სასტუმროებისთვის, განთავსების ობიექტებისა თუ სარესტორნო ბიზნესებისთვის. თუმცა ჩვენ გვაქვს პოზიტიური მოლოდინები, რადგან იანვრის ბოლომდე გრძელდება ეს შეზღუდვები და იმედი გვაქვს, რომ წლის დასაწყისიდან, ფაქტობრივად თებერვლიდან ჩვენი კურორტები კვლავ მზად იქნება“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

 

ხვალიდან საქართველოში ორთვიანი შეზღუდვები ამოქმედდება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner