ქუთაისში კორონავირუსით ექიმი ზურაბ არდაზიშვილი გარდაიცვალა. ტრავმატოლოგი ინტერვენციული მედიცინის ცენტრში მუშაობდა.
თავდაპირველად კოვიდ-ინფიცირებული ექიმის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო, თუმცა მოგვიანებით დამძიმდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ცნობისთვის, დღეს ასევე კორონავირუსით „იმედის კლინიკის“ ექიმი გარდაიცვალა.