„იუბილარი. არდავიწყება. დღეს, 27 ნოემბერს, დაბადებიდან 115 წელი შეუსრულდა თეატრისა და კინოს ცნობილ ქართველ მსახიობს ვასო გოძიაშვილს“, - ამის შესახებ ჟურნალისტი ამირან ბუთურიშვილი სოციალურ ქსელში წერს და თან ურთავს მსახიობის ბიოგრაფიას.
„ვასილ (ვასო) გოძიაშვილი
(1905-1976)
საქართველოს სახალხო არტისტი, სსრკ სახალხო არტისტი, სსრკ სახელმწიფო პრემიისა და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, აპატიო ნიშნის, შრომის წითელი დროშის (ორგზის) და ლენინის ორდენოსანი, ესტრადის მსახიობთა I საკავშირო კონკურსის ლაურეატი.
დაიბადა თბილისში, 1905 წელს. 1922-1924 წლებში სწავლობდა დრამატურგიულ სტუდიაში აკაკი ფაღავას ხელმძღვანელობით. 1924-1930 წლებში იყო შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობი, 1930 წლიდან გარდაცვალებამდე - კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი. იყო ლეგენდარული სპექტაკლის „ძველი ვოდევილების“ რეჟისორი. დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული საესტრადო ხელოვნების განვითარებაში. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირში არის ვასო გოძიაშვილის სახლ-მუზეუმი.
გარდაიცვალა 1976 30 იანვარს. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში“, - წერს ბუთურიშვილი.