logo_geo
eng_logo
ამირან ბუთურიშვილი: ვასო გოძიაშვილს დაბადებიდან 115 წელი შეუსრულდა
- +

28 ნოემბერი. 2020. 00:28

 

 

იუბილარი. არდავიწყება. დღეს, 27 ნოემბერს, დაბადებიდან 115 წელი შეუსრულდა თეატრისა და კინოს ცნობილ ქართველ მსახიობს ვასო გოძიაშვილს“, - ამის შესახებ ჟურნალისტი ამირან ბუთურიშვილი სოციალურ ქსელში წერს და თან ურთავს მსახიობის ბიოგრაფიას.

 

ვასილ (ვასო) გოძიაშვილი

(1905-1976)

საქართველოს სახალხო არტისტი, სსრკ სახალხო არტისტი, სსრკ სახელმწიფო პრემიისა და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, აპატიო ნიშნის, შრომის წითელი დროშის (ორგზის) და ლენინის ორდენოსანი, ესტრადის მსახიობთა I საკავშირო კონკურსის ლაურეატი.

დაიბადა თბილისში, 1905 წელს. 1922-1924 წლებში სწავლობდა დრამატურგიულ სტუდიაში აკაკი ფაღავას ხელმძღვანელობით. 1924-1930 წლებში იყო შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობი, 1930 წლიდან გარდაცვალებამდე - კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი. იყო ლეგენდარული სპექტაკლის „ძველი ვოდევილების“ რეჟისორი. დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული საესტრადო ხელოვნების განვითარებაში. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირში არის ვასო გოძიაშვილის სახლ-მუზეუმი.

გარდაიცვალა 1976 30 იანვარს. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში“, - წერს ბუთურიშვილი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner