დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე განმარტავს, თუ რა შემთხვევაშია მოსალოდნელი 2 თვიანი შეზღუდვების დასრულების შემდეგ კორონავირუსით ინფიცირებულთა ყოველდღიური სტატისტიკის კლება.
საკითხზე მან „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა.
„თუ ჩვენ აღვასრულებთ ყველაფერი, ეს რეგულაციები რაც არის, თუ დავიცავით ის წესები, რაც რეკომენდებულია - ამ 2 თვის შემდეგ ჩვენი ყოველდღიური შემთხვევების სტატისტიკა უნდა ჩამოვიდეს დაახლოებით 1 500-1 700-ის ფარგლებში. იგივე ასეთი გათვლები აქვს იმ ინსტიტუტს, ვისთან ერთადაც ჩვენ ვთანამშრომლობთ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.