ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებას:
„არის ასეთ პოლიტგადახუცებულობაში მიმავალი სუბიექტი ყოფილი მრავალი დარგის ნამინისტრალ-ნაპროკურორალი და იმავდროულად მსუბუქი ყოფაქცევის ქალებთან მედგრად მეომარი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც ღირსეულ და სამშობლოზე უსაზღვროდ შეყვარებულ თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს აკრიტიკებს იმის გამო, რომ "ღარიბაშვილს ჯარისთვის 20.000 ცალი კომუფლირებულყდიანი სახარება დაუბეჭდია". და იქვე უპრინციპო-პრინციპიანი ყოფილი პოლიტიკოსი(იმედია პოლიტცხოვრებაში ამ ერთხელაც მაინც არ გადათქვამს მის საჯაროდ მიერ ნათქვამს. თუ საბურთალოზე არჩევნები წავაგე პოლიტიკიდან მივდივარო) იქედნურად მიუთითებს
-"Дебил блядь. ჯარს სუნ ძის “ომის ხელოვნება” უნდა დაურიგო, თორემ გიყვარდეს მტერი შენი ისედაც სისხლში გაქვთ გამჯდარი ქოცებს".
დიახ სამწუხაროა, რომ ეს თავად მსუბუქი პოლიტიკური ყოფაქცევის პოლიტიკოსი ისე მიდის პოლიტიკიდან, რომ ვერ გაუცნობიერებია ქრისტიანის მთავარი ცხოვრებისეული-"გიყვარდეს მტერი შენი ვითარცა თავი შენი" არსი. ჰოდა, არცაა საჭირო რომ იცოდნენ, ვინაიდან ასეთებს მართალია, რაც არ უნდ კამფულაჟყდიანი კია არა ოქროს ყდიანი ჩასმული "სახარება" უკითხო "მაინც ტყისაკენ ექნება თვალი" მიდრეკილი.
ჰოდა გზაც იქით ჰქონიათ!“, - წერს გვენეტაძე.