„ამ ხალხს უნდათ თავად მოიგდონ ხელში ხელისუფლება და ძალაუფლება, მიუხედავად იმისა, უნდა თუ არა ეს ჩვენს ამომრჩეველს“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ოპოზიციის მისამართით, სოციალურ ქსელში წერს.
“როგორც ოპოზიციისგან, ისე მათი მომხრე ექსპერტებისგან ლამის ყოველდღე გვესმის დითირამბები იმ რაღაც „უნიკალურ“ ოპოზიციურ ერთობაზე, რომელმაც განსხვავებულნი და დაპირისპირებულნი თურმე ერთად შეყარა „დიადი მიზნის“ გარშემო. ამომრჩევლისთვის ამ არაბუნებრივი “ერთობის” ეს „დიადი მიზანი“ სავსებით ნათელია. ამ ხალხს უნდათ თავად მოიგდონ ხელში ხელისუფლება და ძალაუფლება, მიუხედავად იმისა, უნდა თუ არა ეს ჩვენს ამომრჩეველს.
შესაბამისად, ამ ე.წ. „ერთობის“ წევრებიც და მათი აპოლოგეტებიც ცოტათი მაინც უნდა დაფიქრდნენ იმაზე, თუ რა თვალით უყურებს ამ “ერთობას” ამომრჩეველი. მათი დამოკიდებულება კი ძალიან კარგად ჩანს, თუნდაც ოპოზიციის მიტინგებზე, 3000 კაცს რომ ძლივს აგროვებს, და რაც მთავარია, ის აისახა არჩევნების შედეგზე.
P.S. პოლიტიკოსების კვალდაკვალ ცნობადი ექსპერტების და „სახეების“ ერთი ნაწილიც აქტიურად დაადგა „დიდი გუბაზის“ გაკვალულ გზას და სააკაშვილისგან კომპლიმენტების მიღებაც მოასწრეს. „ბელადის“ კეთილგანწყობას კი ალბათ მოჰყვება გაგრძელებაც”, – წერს ანჯაფარიძე.