logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: ჩვენი გმირი მედიკოსები არ გეცოდებათ?
- +

28 ნოემბერი. 2020. 02:50

 

 

27 ნოემბერს ე.წ. შავი პარასკევის ფარგლებში სავაჭრო ცენტრებში არსებული ფასდაკლებების გამო,  სავაჭრო ობიექტებთან რიგები, თბილისის  ქუჩებში კი საცობები იყო. ფაქტს ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

 

ალბათ, ჩემი 'საფრენდეთიდან' და მიმდევრებიდან იყავით ანდა ჯერ კიდევ ხართ სავაჭრო ცენტრებში. რამდენიმე შეკითხვა მაქვს:

- საკუთარ თავს არ უფრთხილდებით, არც ახლობლებს?

- ხომ ნახეთ პირველი ტალღისას, რომ მომარაგებაზე შეფერხებები არ იყო, ახლა რა დაგემართათ?

- რა სარგებელი ნახეთ ამ ჯოგური შესყიდვებისგან, გარდა იმისა, რომ საკუთარი თავები და გარშემო მყოფნი უდიდესი რისკის ქვეშ დააყენეთ?

- ჩვენი გმირი მედიკოსები არ გეცოდებათ?

- სიყვარული, თანადგომა, ქრისტიანობა, მამულიშვილობა, მოქალაქეობა, სოლიდარობა რა არის“, - წერს აბაშიძე.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner