ყირგიზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტზე თავდასხმაში მონაწილე ორი თვითმკვლელი ტერორისტი იდენტიფიცირებულია.
უწყების ცნობით, სტამბოლში ყირგიზეთის გენერალურმა საკონსულომ მიიღო ინფორმაცია, რომლის თანახმად, ორ თავდამსხმელს ჰქონდა რუსეთის ფედერაციის პასპორტები რაქიმ ბულგაროვისა და ვადიმ ოსმანოვის სახელზე.
მანამდე მედია ავრცელებდა ინფორმაციას, რომ თვითმკვლელები რუსეთის, უზბეკეთისა და ყირგიზეთის მოქალაქეები იყვნენ.
სტამბოლში მომხდარ ტერაქტს 40-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. თურქეთის პრემიერ-მინისტრის ბინალი ილდირიმის განცხადებით, თვითმკვლელი ტერორისტები სავარაუდოდ, დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს" წევრები იყვნენ.