logo_geo
eng_logo
ქუთაისში კლინიკიდან გაუჩინარებული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
- +

30 ნოემბერი. 2020. 19:22

 

 

ქუთაისში კლინიკიდან გაუჩინარებული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  სამართალდამცველებმა ცხედარი კლინიკასთან ახლოს ტყეში იპოვეს.

76 წლის მამაკაცი ინტერვენციული მედიცინის ცენტრიდან 27 ნოემბერს გაუჩინარდა.

კლინიკაში აცხადებდნენ, რომ მამაკაცს კლინიკა 28 ნოემბერს უნდა დაეტოვებინა, თუმცა ღამით კლინიკიდან გაიპარა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner