„ფაქტიურად ხელიხელჩაკიდებულნი მოქმედებენ შეგნებული მავნებლები, პოლიტიკურ აქციებს რომ აწყობენ და მოსახლეობის შეუგნებელი ნაწილი, რომელსაც ჰგონია, რომ ამ ორთვიანი შეზღუდვებით მთავრდება მათი ცხოვრება და ისიც აქციებს აწყობს“, - წერს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.
„არადა, თავიანთი მავნებლური და შეუგნებელი მოქმედებებით რეალურად იწვევენ იმას შეზღუდვებმა შედეგი ვერ გამოიღონ და მათი გახანგრძლივების აუცილებლობა დადგეს. ეს უნდათ? ერთხელ მაინც შევიდნენ ინტერნეტში და ნახონ სხვა ქვეყნებში რა დონის შეზღუდვებია. შეიძლება რაღაც სწორად არ კეთდება, მაგრამ ეს პოლიტიკურად ანგაჟირებული აქციები ცეცხლზე რომ ნავთს ასხამს ამით რამე სწორდება?!
თავად უწყობენ ხელს რომ კორონავირუსი შეხვდეთ, მერე ის გადასდონ სხვას, მათ შორის საკუთარ ოჯახის წევრებსაც და ამის შემდეგ ისევ სახელმწიფოს მიადგნენ პრეტენზიებით მიმკურნალე და მომხედეო“, - წერს ანჯაფარიძე.