logo_geo
eng_logo
ნონა გაფრინდაშვილი გვარამიას განცხადებაზე: მისი სიტყვები ჩემზე საერთოდ არ მოქმედებს
- +

30 ნოემბერი. 2020. 21:23

 

 

მისი სიტყვები ჩემზე საერთოდ არ მოქმედებს, - ასე გამოეხმაურა ცნობილი მოჭადრაკე და მსოფლიო ჩემპიონი, ნონა გაფრინდაშვილი ნიკა გვარამიას, რომელმაც მას „სამარცხვინო და თავლაფდასხმული“ უწოდა.

 

„გადაგვარებას აქვს ადგილი. მით უფრო, ასეთი ადამიანები როდესაც რაღაცას საუბრობენ, იმდენი ცუდი აქვთ მათ ჩადენილი, რომ რაღაცის გადაფარა უნდათ - შეტევაზე გადმოდიან“, - განაცხადა ნონა გაფრინდაშვილმა.

 

ნიკა გვარამიამ ნონა გაფრინდაშვილს სამარცხვინო, თავლაფდასხმული და ფულის მონა იმის გამო უწოდა, რომ იგი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს დემოკრატიულად ჩატარებულად მიიჩნევს.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner