„მისი სიტყვები ჩემზე საერთოდ არ მოქმედებს“, - ასე გამოეხმაურა ცნობილი მოჭადრაკე და მსოფლიო ჩემპიონი, ნონა გაფრინდაშვილი ნიკა გვარამიას, რომელმაც მას „სამარცხვინო და თავლაფდასხმული“ უწოდა.
„გადაგვარებას აქვს ადგილი. მით უფრო, ასეთი ადამიანები როდესაც რაღაცას საუბრობენ, იმდენი ცუდი აქვთ მათ ჩადენილი, რომ რაღაცის გადაფარვა უნდათ - შეტევაზე გადმოდიან“, - განაცხადა ნონა გაფრინდაშვილმა.
ნიკა გვარამიამ ნონა გაფრინდაშვილს სამარცხვინო, თავლაფდასხმული და ფულის მონა იმის გამო უწოდა, რომ იგი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს დემოკრატიულად ჩატარებულად მიიჩნევს.