logo_geo
eng_logo
ირანის ელჩმა დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა
- +

30 ნოემბერი. 2020. 21:49

 

 

საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა  აქბარ ყასემი ალიაბადიმ   საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ასლების გადაცემის ცერემონიის შემდეგ, გაიმართა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა.  მინისტრმა კმაყოფილება გამოთქვა საქართველოში ირანის ახალი ელჩის დანიშვნასთან დაკავშირებით და წარმატებები უსურვა  მას მომავალ საქმიანობაში.

 

საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის დღის წესრიგში არსებული საკითხები და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები.

საქართველოში ირანის ელჩმა  მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს თბილი მიღებისათვის და მზადყოფნა გამოთქვა, რომ ახალ პოსტზე საქმიანობისას მაქსიმალურად შეუწყობს ხელს საქართველოსა და ირანს შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცებას.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner