logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი ელენე ხოშტარიაზე: აგებინეთ პასუხი კანონის შესაბამისად!
- +

30 ნოემბერი. 2020. 22:09

 

 

არ მაინტერესებს, აგებინეთ პასუხი კანონის შესაბამისად!“, - წერს ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას მისამართით. საუბარია ვიდეო-კადრებზე, რომელშიც ჩანს, რომ  ელენე ხოშტარიამ და სხვებმა პარლამენტთან სტენსილების დახატვა  სცადეს, რასაც სამართალდამცველებს და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

 

უკაცრავად და... მე სულ ფეხებზე მკიდია პარლამენტარიც, ვექილიც და მომრიგებელ-მოსამართლეც, ვინც ასეთ დანაშაულს სჩადის, ყველამ უნდა აგოს პასუხი!!! ეს არის პარლამენტარი? არ გადამრიოთ!

ეს არის რუსეთის პირწავარდნილი აგენტი, რომელიც თემურ ალასანიას მითითებით ცდილობს ქვეყნის არევას და პოლიციის დისკრედიტაციას.

არ მაინტერესებს, აგებინეთ პასუხი კანონის შესაბამისად!“, - წერს ზედელაშვილი.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner