logo_geo
eng_logo
დავით ოქიტაშვილი: პოლიციელი გმირია - მოგიწოდებთ, დავიცვათ ჩვენი ბიჭები ამ მწამებლებისგან
- +

30 ნოემბერი. 2020. 23:39

 

 

კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიატშვილი  სოციალურ ქსელში ეხმაურება დღეს გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წევრი, სამართალდამცველებს მუქრება.

 

უკვე მერამდენე დილა იწყება ასე, გულგახეთქილები ვიგებთ საზარელ ამბებს, ვისმენთ ადამიანურ ტრაგედიებს...

ალბათ იტყვის ბევრი რომ ყველგან არიან მკვლელები, ყველა ქვეყანაშიო,ყველა  კონტინენტზე, ამიტომც არის პოლიცია, პროკურატურა და სამართალდამცავი სტრუქტურები  -  მაგრამ, ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, ოპოზიციური გაშუქების სტილი და არსებული ტრაგედიის პოლიტიკურად გამოყენება მიტოვებს შთაბეჭდილებას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში საბოტაჟის გამწარებული  მცდელობაა.

ეს არის მცდელობა მინისტრის და მისი მართლა ერთგული კადრების დისკრედიტაციის.

არადა ვხედავ რა აქტიურად და თავდადებით მუშაობს  გომელაურის სამინისტრო,  მუშაობს ყველა სამართალდამცავი სისტემა.

უბედურებაა ქვეყნისთვის რომ ოპოზიცია ტრაგედიას იყენებს პოლიტიკური ქულების დასაწერად. ეს გარეწარი კი დაისაჯოს კანონის სრული დაცვით. ჩემი მხარდაჭერა გმირ პოლიციელებს და მათ ოჯახებს. პოლიციელი გმირია. მოგიწოდებთ ჩემო მეგობრებო, დავიცვათ ჩვენი ბიჭები ამ მწამებლებისგან“, - წერს ოქიტაშვილი.

 

ცნობისთვის, ოპოზიციის მხარდამჭერი და ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წევრი ასლან ვაშაყმაძე, ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც  აგრესიული და უცენზურო გამონათქვამებით მოუწოდებს ხალხს, რომ „პოლიციელები სახლიდან გამოათრიონ  მათ აჩეხონ“.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner