logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: სად გინახავთ „ფეისბუქით“ კომერციული ობიექტის ქირაობა?
- +

1 დეკემბერი. 2020. 00:08

 

 

როცა ნიჭს, "კრეატიულობას" მუდმივად მავნებლობისთვის, საბოტაჟისთვის, სახელმწიფოს, მისი ინსტიტუტების წინააღმდეგ იყენებ და 3%-ზე მეტს იღებ არჩევნებში, საზოგადოებაში სერიოზული პრობლემებია“, - წერს  ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე „გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის მისამართით, რომელმაც სპორტული ფიტნეს-კლუბის დარბაზი „Reformerfitness”-ი საცხოვრებელ ბინად იქირავა.

 

რეზინის ეკლესიები, მარიხუანა ქოთანში, ახლა ფიტნესკლუბი... "ისთ პოინტი" ან "თბილისი მოლიც" იქირაოს ბინად და გახსნას?!

რა ბინა?! კლუბი დარეგისტრირებულია როგორც გადამხდელი, კომერციული ობიექტი. საგადასახადომაც ჩართოს კრეატიულობა. სად გინახავთ ფეისბუკით კომერციული ობიექტის ქირაობა? აბა სხვამ გააკეთოს?! თუ ბინად იქირავა, თანამშრომლები რა შუაშია?!“, - წერს სალუქვაძე.

 

ცნობისთვის, გირჩის” ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ბათუმში მდებარე სპორტული ფიტნეს-კლუბის დარბაზი „Reformerfitness”-ი საცხოვრებელ ბინად იქირავა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner