logo_geo
eng_logo
თამარ ჩერგოლეიშვილი: გირჩელო თანამოქალაქეებო, ინფორმაციას როცა იღებთ, ტვინი გჭირდებათ, რომ გადაამუშავოთ
- +

1 დეკემბერი. 2020. 00:42

 

 

ტვინს თუ არ გამოიყენებთ, გააზრებულ რწმენას კი არ დაეყრდნობით მსჯელობისას, უბრალოდ ინდოქტრინირებული სალდაფონები იქნებით და ისეთ სისულელეებს იტყვით, როგორიცაა "ბავშვების გაუპატიურებას ბაზარი არეგულირებს“, - წერს ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი პარტია „გირჩის“ მისამართით სოციალურ ქსელში.

 

გირჩელო თანამოქალაქეებო, ინფორმაციას როცა იღებთ, ტვინი გჭირდებათ, რომ გადაამუშავოთ.  გადამუშავება ალბათ სხვადასხვანაირად ხდება - მე ასე წარმომიდგენია:

მიიღე ინფორმაცია, კონტექსტში ჩასვი, ამოყარე მსგავსი ინფორმაცია რაც ადრე მიგიღია, ახალ ინფორმაციასთან შეხების წერტილები იპოვე, მიადე, დაკეცე - გადადე სადღაც. როცა დაგჭირდება, ტვინი მოძებნის, ამოიღებს და გაშლის.   ალბათ ყველა თავისებურად ახდენს პროცესირებას - არ ვიცი.  

მაგალითად, როდესაც პარტიაში გეტყვიან, რომ ფასს ბაზარი არეგულირებს მოთხოვნისა და მიწოდების მიხედვით და ეს სუპერლოგიკურად მოგეჩვენებათ - მეც ასე მეჩვენება - იქვე უნდა დაფიქრდეთ, რომ ფასი აქვს რაღაცას.

ცალკე აღებული ფასი არ არსებობს - ფასი აქვს რაღაცას. ახლა იქვე წარმოიდგინეთ 11 წლის ბავშვი, რომელსაც სრულყოფილი ნება არ გააჩნია.  მას ვიღაც ოღრაში აშიშვლებს, იღებს, ინტერნეტში დებს და მერე ამას ვიღაც ყიდულობს, რომელიც ამ ბავშზე მასტურბირებს.

გაუპატიურებული ბავშვების ინდუსტრიაზე და ამ დანაშაულებრივი ინდუსტრიის პროდუქტის ფასზეა საუბარი.  ანუ იგივეა ბავშვს, რომელიც ვერ დაგეთანხმება,თირკმელი ამოაცალო და გაყიდო.

არადა რომ გკითხოთ, თქვენ ის ხალხი ხართ, რომელიც დეკლარირებულად, თავისუფლებას და ადამიანის თავისუფალ ნებას სცემთ პატივს.

ტვინი იცით რატომ ვახსენე?  იმიტომ რომ ტვინს თუ არ გამოიყენებთ, გააზრებულ რწმენას კი არ დაეყრდნობით მსჯელობისას, უბრალოდ ინდოქტრინირებული სალდაფონები იქნებით და ისეთ სისულელეებს იტყვით, როგორიცაა "ბავშვების გაუპატიურებას ბაზარი არეგულირებს"“, - წერს ჩერგოლიშვილი.

 

ცნობისთვის,  ‘გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია მიიჩნევს,  რომ ბავშვთა პორნოგრაფიული მასალით სარგებლობა დანაშაული არ არის.

"პორნო გადმოწერა, დაასეივა, ერთხელაც გადაწყვიტა ესარგებლა და დაიჭირეს? სულ გააფრინეს“, - ასე გამოეხმაურა ხვიჩია ზუგდიდში მამაკაცის დაკავებას, რომელსაც ბრალად არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის შემცველი მასალის გადმოწერა, შენახვა და სარგებლობა ედება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner