logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: ეს კრეტინი ყურებით უნდა წაათრიონ სადაც საჭიროა - ტიპს სისხლი სწყურია!
- +

1 დეკემბერი. 2020. 02:40

 

 

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი ეხმაურება დღეს გავრცელებულ ვიდეოს, რომელიც პოლიციელებზე მუქარას შეიცავს. 

 

დღევანდელი ჟოპოზიციის ნამდვილი სახე!

ეს ვიდეო რამოდენიმეჯერ ვნახე... თავიდან ვიფიქრე, ასეთ ჟღვლინტებს ყურადღება არ უნდა მივაქციოთ-მეთქი, მაგრამ როცა ჟღვლინტი არ ისვენებს და აქეთ იმუქრება, სადმე უნდა მიაჭყლიტო.

 

ეს უდღეური (ვინმე ასლან ვაშაყმაძე) ყოფილა ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წევრი. ჯერ ირაკლას პარტია არ გაიშვა ყიზილაჯლომდე და მერე მისი წევრი კიდევ, მაგრამ მაინც...

ეს კრეტინი ყურებით უნდა წაათრიონ, სადაც საჭიროა, აგერაა "დაკუმენტი" - ტიპს სისხლი სწყურია!

თუმცა... დარწმუნებული ვარ, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, ეგრევე ჩაიფსამს. კარგად ვიცნობ ეგეთების ჯიშსა და მოდგმას!“, - წერს ზედელაშვილი.

 

ცნობისთვის, ოპოზიციის მხარდამჭერი და ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წევრი ასლან ვაშაყმაძე, ავრცელებს ვიდეოს, სადაც სამართალდამცველების მისამართით აგრესიული და უცენზურო გამონათქვამებით მოუწოდებს ხალხს - "პოლიციელები სახლიდან გამოთრიონ  და აჩეხონ“.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner