logo_geo
eng_logo
ბენ ჰოჯესი: საქართველო NATO-ში ახლავე უნდა მივიწვიოთ - გვაქვს პრეცედენტი, მივიღოთ ქვეყანა მაშინაც კი, როდესაც მისი ნაწილი ოკუპირებულია
- +

1 დეკემბერი. 2020. 20:11

 

 

საქართველო NATO-ში ახლავე უნდა მივიწვიოთ, - ამის შესახებ ევროპაში ამერიკული სახმელეთო ჯარების ყოფილმა მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ბენ ჰოჯესმა ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მიერ ორგანიზებულ ონლაინ დისკუსიისას განაცხადა.

 

ბენ ჰოჯესმა სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა იმ სამ საკითხს, რაც, მისი აზრით, აშშ-ს შეუძლია საქართველოსთვის გააკეთოს.

 

„პირველი : საქართველო NATO-ში  ახლავე უნდა მივიწვიოთ, ჩვენ ამის პრეცედენტი გვაქვს : დასავლეთ გერმანია NATO- შეუერთდა, როდესაც გერმანიის აღმოსავლეთ ნაწილში საბჭოთა ჯარის ნაწილები იდგა. ასე რომ ჩვენ გვაქვს პრეცედენტი, მივიღოთ ქვეყანა მაშინაც კი, როდესაც მისი ნაწილი ოკუპირებულია“, - განაცხადა ბენ ჰოჯესმა.

 

მისივე თქმით, საჭიროა ისეთი სამხედრო წვრთნების დაწყება, რომელიც NATO-საქართველოს, NATO -უკრაინის, NATO -ბულგარეთის, NATO -რუმინეთისა და NATO -უნგრეთის წვრთნებს დააკავშირებს.

 

„ეს უნდა იყოს მნიშვნელოვანი წვრთნა, რომელიც რუსული „კავკასია 2020“-ის მასშტაბის იქნება და რომელიც იმის დემონსტრირებას მოახდენს, რომ ჩვენ ვზრუნავთ ამ რეგიონზე“, - აღნიშნა ბენ ჰოჯესმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner