logo_geo
eng_logo
ანდრია ჯაღმაიძე: 2006 წლის ოქმში წერია, რომ მხარეებს არ აქვთ აზრთა სხვადასხვაობა და საზღვარი უნდა გავიდეს ქედზე
- +

2 დეკემბერი. 2020. 01:02

 

 

„2006 წლით დათარიღებული ერთ-ერთი ოქმის თანახმად, ჩიჩხიტურის უდაბნოს მიმდებარედ ხდებოდა მორიგი აზომვები და მიუხედავად იმისა, რომ საზღვარი ამ მონაკვეთზე შეთანხმებული არაა, მხარეებს არ აქვთ აზრთა სხვადასხვაობა იმასთან დაკავშირებით, რომ რესპუბლიკური საზღვარი უნდა გავიდეს ქედზე“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

 

„როდესაც ვიკითხეთ, რამ გამოიწვია ამ მონაკვეთზე შეუთანხმებლობა, ჩვენ აგვიხსნეს, რომ 2006 წლით დათარიღებული ერთ-ერთი ოქმის თანახმად, ჩიჩხიტურის უდაბნოს მიმდებარედ ხდებოდა მორიგი აზომვები და მიუხედავად იმისა, რომ საზღვარი ამ მონაკვეთზე შეთანხმებული არაა, მხარეებს არ აქვთ აზრთა სხვადასხვაობა იმასთან დაკავშირებით, რომ რესპუბლიკური საზღვარი უნდა გავიდეს ქედზე. ეს ოქმში წერია და ორივე მხარეს აქვს ხელი მოწერილი. 2006 წლის აგვისტოში მონიშნულია სიმაღლეები, რომელთა შორის შესათანხმებელი მანძილიც 1500 მეტრამდეა. რატომ არ შეთანხმდა ეს მონაკვეთი? იყო ხალხმრავალი აქცია, მას შემდეგ რაც იქ დადგნენ აზერბაიჯანელი ჯარისკაცები. ამის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა არ მოაწერა ხელი იმ აქტს, რომელიც იყო შეთანხმებული. ახლა ამ ორი ადამიანის ტკივილს დაუკავშირდა ეს ეროვნული მნიშვნელობის საქმე. როგორც კი ვიწყებთ ამაზე საუბარს, მაშინვე გვეუბნებიან - რა გინდათ, რომ ეს ხალხი პატიმრობაში იყოს? ჩვენ არ გვინდა ვინმეს დაპატიმრება. თუ სახელმწიფო მიიჩნევს, რომ უდანაშაულოები არიან, ის შესაბამის ზომებს მიიღებს და პირიქით. ჩვენ გვინდა, რომ ეს საკითხი სამართლიანად გადაწყდეს და ჩვენი სიწმინდეები იყოს ჩვენს მხარეს“, - განაცხადა ჯაღმაიძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner