logo_geo
eng_logo
ჯაბა ხუბუა: სააკაშვილის რეჟიმი ადამიანებს სიკვდილის შემდეგაც კლავდა!
- +

3 დეკემბერი. 2020. 23:18

 

 

ნაცრეჟიმს როინ შავაძე მარტო ერთხელ არ მოუკლავს“, - წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა „ასავალ-დასავალში“.

 

2010 წლის 6 დეკემბერს, როცა სერჟანტის მკვლელობიდან 2 წელზე მეტი იყო გასული, მის ოჯახში ახალგაზრდა ბიჭი და გოგო მივიდნენ და როინის მეუღლეს, ქალბატონ ციცინო შავაძეს უწყება გადასცეს – თქვენი ქმარი ბათუმის საქალაქო სასამართლოშია დაბარებულიო“, - ამის შესახებ

ჯარისკაცის ქვრივს სიმწრის ცრემლები წასკდა და მეხსიერებაში კინოკადრებივით გაურბინა 2 წლის წინანდელმა ტრაგედიამ. ცხადად წარმოუდგა საყვარელი მეუღლის ნაწამები და ტყვიებით დაფლეთილი ცხედარი. – რაო? როინ შავაძე ბათუმის საქალაქო სასამართლოშია დაბარებულიო?

– როინს სასაფლაოზე მიაკითხეთ და გამოგყვებათ სასამართლოში? – წამოიკივლა ჯარისკაცის ქვრივმა. ასე იყო, სააკაშვილის რეჟიმი ადამიანებს სიკვდილის შემდეგაც კლავდა! კლავდა არამხოლოდ ტყვიით, არამედ – ცინიზმით!

ეს ცინიზმი კი დღემდე გრძელდება, რადგან გრძელდება ნაციონალური მოძრაობისპოლიტიკური არსებობა და ლტოლვა ხელისუფლებაში დასაბრუნებლად, რათა საქართველოში კვლავ კლავდნენ ახალ როინ შავაძეებს!“, - წერს ხუბუა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner