ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული, სასწრაფო დახმარების ჯგუფს საავადმყოფოში გადაჰყავდა, რა დროსაც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ავტომობილი საპირისპირო მიმართულებით მოძრავ მანქანას შეეჯახა. შემთხვევა ჩხოროწყუს მუნიციპალტეტის სოფელ მუხურში მოხდა.
დაშავდა სასწრაფოს ეკიპაჟის სამი წევრი და მსუბუქი ავტომობილის მძღოლი. ამასთან, დამძიმდა წინა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულის მდგომარეობა.
ხუთივე დაშავებული ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს.