„მიგრაციაზე როცა ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ ე.წ. მიგრაციის სალდო, ანუ გამსვლელთა და შემომსვლელთა სხვაობა. ჩვენ თუ მხოლოდ გამსვლელებს დავითვლით და შემომსვლელებს არ მივათვლით, მცდარ მონაცემებამდე მივალთ“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ ტვ „იმედის“ ეთერში განაცხადა.
„ბოლო 8 წლის განმავლობაში გაცილებით ნაკლებმა ადამიანმა დატოვა სალდოს თვალსაზრით, ვიდრე მარტო 2011-2012 წლებში. საქართველოს საზღვრების გახსნის მიუხედავად, მიგრაციის სალდო მკვეთრად შემცირდა“, - განაცხადა მიხეილ დუნდუამ.