„40 ათასი ევრო, რომელიც სტრასბურგის დავალებით სახელმწიფომ უნდა გადაგვიხადოს, ჩვენი ოჯახისთვის სრულიად არაფერს ნიშნავს, რადგან როინ შავაძის ხსოვნა და გმირული სული არ იყიდება!“, - ამის შესახებ მოკლული სერჟანტის, როინ შავაძის ქვრივმა, ციცინო შავაძემ „ასავალ-დასავალს“ განუცხადა.
„ჯერ კიდევ წინა ხელისუფლებამ შემოგვითვალა – როინი შეცდომით მოვკალითო და გაჩუმების სანაცვლოდ დიდ თანხას გვთავაზობდნენ, მაგრამ ჩვენგან საკადრისი პასუხი მიიღეს!
სანამ პირში სული მიდგას, ვიბრძოლებ, რომ ჩემი ქმრის მკვლელებისა და მათი მფარველების დასჯას მივაღწიო!“, - განაცხადა შავაძემ.