„ჯეოქეისის“ მკვლევარი, თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ზვიად კირტავა კობა დავითაშვილის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„კობა დავითაშვილს პირადად არ ვიცნობდი. ტელეგადაცემიდან მახსოვს სულ ახალგაზრდა. ჯერ კიდევ უშუქობის და ნავთქურების პერიოდი იყო და საინტერესო იურიდიული კონსულტაცია მიჰყავდა. მალე პოლიტიკაში გამოჩნდა და ყოველთვის ფრონტის წინა ხაზზე იყო...
ენერგიული და ბობოქარი ადამიანი იყო. ფაქტიურად მუდამ ოპოზიციონერი... ერთ-ერთ ლიდერად გვევლინებოდა იმ გაერთიანებებში და ბლოკებში, რომლებიც ხელისუფლებაში მოდიოდნენ, მაგრამ როცა რამე არ მოსწონდა, უკომპრომისო კრიტიკას იწყებდა და ტოვებდა ამ ბლოკს.
უმძიმესი ტრავმა მიაყენეს 2007 წლის 7 ნოემბერს. საოცრად გადარჩა... 49 წლის გარდაიცვალა...
უფალმა სასუფეველში დაუმკვიდროს...
ვუსამძიმრებ ოჯახს. სულიერ მხნეობას, გამძლეობას და დღეგრძელობას ვუსურვებ“, - წერს კირტავა.