„იქნებ მეუფეს ასჯერ მეტი აქ გაცემული მოწყალებაში ვიდრე ეს „აიფონია?“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მამა ანდრია გეწაძე წერს.
როგორც გეწაძე აცხადებს, მეუფე ლანძღვის ობიექტი უსაფუძვლოდ გახდა და იმ გაკეთებულ საქმეებს აღნიშნავს, რომელიც ეპარქიაში მეუფე ნიკოლოზის სახელს უკავშირდება.
“მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი დაცინვისა და ლანძღვის ობიექტი გახდა. ეხლა ნება მიბოძეთ დავამატო თუ რა გააკეთა მეუფე ნიკოლოზმა თავის ეპარქიაში. მაშ ასე:
კიდევ ბევრია მარა რაც ვიცი იმას გიყვებით… ასეთ გარემოში უწევს მოღვაწეობა და დღედარამ ლოცულობს რომ ყველაფერი ქართული გააძლიეროს რეგიონში.
დაცინვას კაცი არ მოუკლავს, ჩვენი მეუფე გაუძლებს ამასაც არაუშავს.”
ასევე, ეს ადამიანი იყო ის ვინც ერთერთმა ბოლომ დატოვა სოხუმი უმძიმესი ომის დროს როცა უვლიდა და პატრონობდა დაჭრილებს.. ნუგეშს სცემდა და აზიარებდა მათ.
“მთელი ომის დროს სიკვდილი ფეხდაფეხ დასდევდა და ყველგან გაექცა გუმისთაზეც, სოხუმშიც და მაშინაც სოხუმის დატოვება, რომ არ უნდოდა, რამდენჯერმე უკან მიბრუნდა და ავარიაში მოყვა…
მოძღვარს დაცემული ქალაქიდან გამოყავდა დაჭრილები, ბავშვები, მონასტრის დედები და შემდეგ, თავადაც გოლგოთას ჭუბერს შეუდგა ფეხით…
თქვენც იღვაწეთ. თქვენც იშრომეთ. თქვენც იბრძოლეთ ჯარისკაცივით და დაიცავით თქვენივე მიწაზე საკუთარი ხელით აშენებული ეკლესია, იმ დროს როცა ქვებს გესვრიან, ჯოხებით დაგდევენ და გავიწროებენ იმას გამო რომ შენივე მიწიდან გამოგყარონ.
ზუსტად მეუფეს და მოძმე ერის დამსახურებაა დღეს კარგი ურთიერთობა რომ ჩამოყალიბდა ქართველებს და სომხებს შორის ახალქალაქში…
კიდევ ბევრი რამის თქმა შეიძლება, მაგრამ ღმერთმა განსაჯოს ჩვენი ქმედებაც და მეუფის ქმედებაც… სამწუხაროდ ასე ვიცით, რაღაცას გავიგებთ და შემდეგ წამს ვაცვავთ ჯვარს ადამიანს..
იქნებ მეუფეს ასჯერ მეტი აქ გაცემული მოწყალებაში ვიდრე ეს აიფონია?
აბა დავფიქრდეთ ჩვენ – მე ან შენ, ბოლოს როდის დავეხმარეთ სხვას? თუნდაც სიტყვით..
როდის ჩავთესეთ სხვა ადამიანის გულში იმედი? სიხარული?”- წერს ანდრია გეწაძე.