logo_geo
eng_logo
ლევან დავითაშვილი: ქვეყანაში ხორბლის 2 თვეზე მეტის მარაგია
- +

5 დეკემბერი. 2020. 00:02

 

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რომ სამინისტროში არსებობს სურსათის უზრუნველყოფის, უსაფრთხოების მართვის გეგმა, რომელიც ხორბლის მარაგების აღრიცხვას აწარმოებს. მისივე ინფორმაციით, ამჟამად ქვეყანაში „ხორბლის 2 თვეზე მეტის მარაგია“.

 

„ჩვენ დროის ყოველ მომენტში ვიცით, რა მარაგი გვაქვს და რა შემოდინება არის მოსალოდნელი. ასე რომ, პასუხისმგებლობა გვაქვს, ყველანაირი გაუთვალისწინებელი ვითარების მიუხედავად, ქვეყანაში ხორბლით მომარაგება უწყვეტი იყოს, არ შეიქმნას დეფიციტი და მოსახლეობას პრობლემა არ შეექმნას. ეს სამინისტროს პასუხისმგებლობაა. ამასთან დაკავშირებით არაერთხელ განმიცხადებია და ამ პასუხისმგებლობას სამინისტრო თავს, ვფიქრობ, ძალიან კარგად ართმევს და მომავალშიც გაართმევს.

 

ქვეყანაში 2 თვეზე მეტის მარაგი გვაქვს. წლის განმავლობაში ეს მარაგები გავზარდეთ ზუსტად იმის გამო, რომ არაორდინალური სიტუაციაა მსოფლიოში, არამხოლოდ სამეზობლოში, არამედ გლობალურადაც. პანდემიიდან გამომდინარე, მათ შორის, იმპორტიორი ქვეყნების ქცევა შეცვლილია, ასევე მოსახლეობის. ამიტომ, ზოგადად მსოფლიო თვალსაზრისით სურსათზე დიდი წნეხია, ხშირ შემთხვევაში არარაციონალური და ასეთ არარაციონალურ გადაწყვეტილებებს, სამწუხაროდ იღებენ ქვეყნები. ხშირ შემთხვევაში, ზუსტად ეს იწვევს ფასების ზრდას და იმის გამო, რომ ჩვენ დავაზღვიოთ, გვიწევს გაზრდილი მარაგებით ოპერირება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner