„რამდენადაც უცნაური უნდა იყოს, საქართველოში სიკვდილიანობის მაჩვენებელი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია“, – განაცხადა კორონავირუსის სამკურნალო კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერშ.
„ბევრისთვის ეს იმდენად უჩვეულოა, რომ ღიზიანდებიან კიდეც. როგორ, ამდენი შემთხვევა, ყოველდღიურად 30-დან 50-მდე ადამიანის სიკვდილი და დაბალი როგორ არისო. არის დაბალი და ვისაც აინტერესებს, შეუძლია, ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუციების ოფიციალური მონაცემები ნახოს, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ საქართველოში სიკვდილობის მაჩვენებელი, ყველა დადასტურებულ შემთხვევას შორის არის 0,93%. ჩვენზე დაბალი სიკვდილობა სამ თუ ოთხ ქვეყანას აქვს. ეს ასეა. ცალკე საკითხია, თუ რატომ, რას ნიშნავს ეს და გვაძლევს თუ არა ეს, დამშვიდების საშუალებას“, – განაცხადა ცერცვაძემ.