logo_geo
eng_logo
მამუკა არეშიძე: რუსები მთელი ოცდაათი წლის განმავლობაში რასაც ჩალიჩობდნენ, ის მოახერხეს
- +

6 დეკემბერი. 2020. 21:37

 

 

„ვიტყვით, ყარაბაღის ომით წარმატებას მიაღწიეს თურქეთმა, რუსეთმა და აზერბაიჯანმა, მაგრამ ვერცერთმა ვერ გაიმარჯვა!“ - ამის შესახებ ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ გაზეთ „ასავალ დასავალს“ განუცხადა.

 

„აზერბაიჯანმა ყარაბაღის პრობლემა ვერ გადაჭრა! მან დაიბრუნა მხოლოდ შვიდი შიდა რაიონი და ყარაბაღის მესამედი, მათ შორის, ქალაქი შუშა, ხოლო ყარაბაღის ორი მესამედი დარჩათ სომხებს... მოკლედ თუ ვიტყვით, ყარაბაღის ომით წარმატებას მიაღწიეს თურქეთმა, რუსეთმა და აზერბაიჯანმა, მაგრამ ვერცერთმა ვერ გაიმარჯვა! სომხეთი გაიწირა... რუსები მთელი ოცდაათი წლის განმავლობაში რასაც ჩალიჩობდნენ, ის მოახერხეს – რეგიონში სამხედრო ძალა შეიყვანეს, მაგრამ ეს მიღწეულ იქნა სომხეთთან უკიდურესად გაფუჭებული ურთიერთობის, აზერბაიჯანის გაძლიერებისა და ასწლიანი პაუზის შემდეგ კავკასიაში თურქეთის დაბრუნების ფასად!“ - განაცხადა მამუკა არეშიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner