logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ფუჭია იმაზე საუბარი, რომ ეს პარლამენტი არალეგიტიმური იქნება
- +

7 დეკემბერი. 2020. 19:17

 

 

„პარლამენტის დელეგიტიმაცია მაშინ მოხდებოდა, როდესაც დასავლეთი ამ არჩევნებს არ აღიარებდა, ამიტომ ფუჭია იმაზე საუბარი, რომ ეს პარლამენტი არალეგიტიმური იქნება“, - განაცხადა  ანალიტიკოსმა ნიკოლოზ მჭედლიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

 

„ოპოზიციას სხვა გზა არ დარჩენია - ის მიტოვებულია დასავლეთის მიერ. როგორც ვიცი, ელჩები მათ იბარებდნენ ცალ-ცალკე და სთხოვდნენ კომპრომისზე წასვლას. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ იმ ფონზე, როდესაც მმართველი პარტია ამბობს, რომ მისთვის წითელი ხაზია არჩევნების არჩატარება, მაგრამ ოპოზიცია შემდეგ რაუნდზე თანახმაა, ნიშნავს, რომ გარკვეული კომპრომისისთვის სივრცე არსებობს. ალბათ, ეს კომპრომისი იქნება საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებისაკენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შემდეგი არჩევნები უკვე 2021 წელს გვაქვს“, - აღნიშნა ნიკოლოზ მჭედლიშვილმა.

 

ინფორმაციისთვის, აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გაიმართა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner