მკვლელობა ფონიჭალაში - ახალგაზრდა კაცს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენეს. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 108-ე განზრახ მკვლელობისა და 236-ე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით მიმდინარეობს.