logo_geo
eng_logo
გიორგი ცუცქირიძე: გამოიყენეთ ეს ბოლო შანსი და ნუ ჩაყვებით მიშას პოლიტიკურ სამარეში
- +

7 დეკემბერი. 2020. 20:01

 

 

ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართულ მოლაპარაკების მესამე რაუნდს და მის გარშემო განვითარებულ პროცესებს  სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის მიერ საერთაშორისო ფასილიტატორებისათვის მიწოდებული 4 პუნქტიანი გეგმა, თავისი შინაარსის აბსურდულობიდან და ფაქტიურად ულტიმატუმიდან გამომდინარე, თავიდანვე იყო განწირული რაიმე კონსენსუსისათვის, და დიდი ალბათობითაც ნაციონალების და ევსაქების ხელი უფრო ატყვია, მათთვის დამახასიათებელი რადიკალურობიდან გამომდინარე, არა მგონია ბარიერგადალახული პარტიების ნაწილი, ისეთი მიამიტი იყოს, ვერ ხედავდეს საერთაშორისო განწყობებს და ბოლომდე წავიდეს საკუთარი თვითლიკვიდაციის გზაზე! მით უმეტეს ამ არჩევნებზე არც თუ მცირე ადამიანური და ფინანსური რესურსი იქნა დახარჯული მათი მხრიდან!

 

დღევანდელი მოცემულობაც, რაც ამერიკელი და ევროპელი აქტიორების აქტიური ჩართულობით ხორციელდება, ტოვებს იმის იმედს, რომ ეს საპარლამენტო პატი, მალე დასრულდება. ოპოზიციური პარტიების ნაწილს დრო არც თუ დიდი აქვს, თუმცა რჩება არჩევანი გავიდეს სააკაშვილ-ბოკერიას მიერ თავსმოხვეული ნაციონალური ექსტრემიზმის და "გვარამიას კვლევების" გავლენიდან და შესაბამისად, ბოიკოტის რეჟიმიდან პროცესი გადაიყვანონ პარლამენტში, რასაც ჩვენი უცხოელი მეგობრები ასე ღიად მოუწოდებენ. რეალურად ეს არის ამ ახალჩამოყალიბებული 3 %-ნი პარტიების ერთადერთი შანსი გადარჩენ პოლიტიკურადაც.

 

მართალია, დღეს ნაციონალების მხარდაჭერით ხელოვნურად ხდება ქაოსის და პანიკის შექმნის მცდელობა, რაც პროცესების რადიკალიზაციით ხორციელდება, მაგრამ საქართველოზე ძალზე მაღალი ფსონია დადებული, დასავლეთი, როგორც არასდროს ისეა დაინტერესბული სტაბილიზაციით საქართველოში, ეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ბოლო ვიზიტმაც დაადასტურა.

 

ზოგიერთების გასაგონად კი ვიტყვი, რომ შეეშვით ილუზიებში ცხოვრებას, გამოიყენეთ ეს ბოლო შანსი და ნუ ჩაყვებით მიშას პოლიტიკურ სამარეში, არჩევნების შედეგების დეზავუირებას არავინ მოახდენს, არც დესტაბილიზაცია გამოვა და არც მორიგი რევოლუცია!“, - წერს ცუცქირიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner