"სააკაშვილი ხედავს, რომ ბარიერის იმ მხარეს აღმოჩნდა, სადაც რუსეთია და სადაც რუსეთს აწყობს რყევა არა მარტო საქართველოში, ზოგადად კავკასიაში და სამხედრო პოზიციების გამაგრება, საოკუპაციო რეჟიმის გამაგრება და ბაზების გამაგრება, აფხაზები, ოსები რომ გაქრნენ ქართველებიანად, რასაკვირველია, მას ეს არ ანაღვლებს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
„სტაბილურობა არ შედის მის ინტერესებში და ძალაუნებურად, ნებით და უნებლიედ და მგონი ნებით, აღმოჩდა ბარიერს ერთ მხარეს და ბარიერის მეორე მხარეს აღმოჩნდა საერთაშორისო ორგანიზაციები და ჩვენი პოლიტიკური პარტნიორები. ეს იმდენად თვალნათელია, რომ ჩემს მოსაზრებას, რომ მათ ეს მოლაპარაკება არ აწყობთ, კიდევ ერთხელ ამყარებს,“ - განაცხადა ვოლსკიმ.