„პაციენტების კლინიკური მართვა ხდება ყველაზე მაღალი საერთაშორისო სტანდარტებით და ინოვაციური მიდგომებით, რაც, COVID შემთხვევების მკვეთრი ზრდის მიუხედავად, განაპირობებს ევროპის ქვეყნებს შორის COVID-19-ით გარდაცვალების ერთ-ერთ ყველაზე დაბალ მაჩვენებელს (0,93%) და ჰოსპიტალს გარეთ გარდაცვლილი პაციენტების ძალიან დაბალ რიცხვს (სულ ერთეული პაციენტი), მაშინ როცა სხვა ქვეყნებში ასეთები ასეული და ათასებია”, - ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძის განცხადებაში ვკითხულობთ, რომელიც ინფექციური საავადმყოფოს „ფეისბუქ“-გვერდზე გამოქვეყნდა.
„საქართველოში სხვა ქვეყნებთან შედარებით ასევე გაცილებით ნაკლებია ახალგაზრდა ასაკში გარდაცვალების შემთხვევები.
ამის მიუხედავად პაციენტის გარდაცვალების თითოეული შემთხვევა, განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკში, უდიდესი ტრაგედიია თითოეული ჩვენგანისათვის და გვერწმუნეთ, ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ქვეყანაში ჩOVID-19-ით გარდაცვლილი პაციენტების რიცხვი კიდევ უფრო შემცირდეს (სამწუხაროდ, ამის მთლიანად თავიდა აცილება შეუძლებელია)“, - აღნიშნულია განცხადებაში.