logo_geo
eng_logo
ქართველი სპორტსმენები ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ კამპანიაში ჩაერთნენ
- +

7 დეკემბერი. 2020. 23:21

 

 

ამერიკული ფეხბურთის ფედერაცია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან გლობალურ კამპანიას შეუერთდა. ვაზისუბნის სარაგბო ბაზაზე, ეროვნული ჩემპიონატის ფინალის დასრულების შემდეგ, სადაც ერთმანეთს „თბილისის ჯვაროსნები“ და „რუსთავის ფოლადი“ დაუპირისპირდა, სპორტსმენებმა დაგმეს ოჯახში და გენდერული ნიშნით გამოხატული ძალადობა. ინფორმაციას განათლების სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტი ავრცელებს.

 

 

მათოვე ცნობით, ქართველი სპორტსმენები საზოგადოებას ამ პრობლემის გადასაჭრელად მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებენ, ძალადობის ყველა მსხვერპლს კი მიმართავენ, არ შეეგუონ ძალადობას და მიმართონ სახელმწიფოს დასახმარებლად.

 

„სპორტი, სოციალური ბუნებიდან გამომდინარე, გმობს და ეწინააღმდეგება ყოველგვარ ჩაგვრასა და ძალადობას, რასაც ქართველი სპორტსმენები ყოველწლიურად ადასტურებენ კამპანიაში ჩართულობით.

 

10 დეკემბრამდე ძალადობის წინააღმდეგ კამპანიაში ჩაერთვებიან ფეხბურთელები, კალათბურთელები, ხელბურთელები, მოჭადრაკეები - სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენლები, რომლებიც დაგმობენ ოჯახში და გენდერული ნიშნით ძალადობას და საზოგადოებას აღნიშნულ პრობლემის შეურიგებლობისკენ მოუწოდებენ.

 

პანდემიის მიუხედავად, სახელმწიფოსთვის პრიორიტეტად რჩება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერა. ამისათვის საჭიროა საზოგადოების მობილიზება, თითოეული ადამიანის დროული ჩართულობა.

 

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი მსოფლიო მასშტაბის კამპანია, 1991 წლიდან დღემდე, ყოველწლიურად, 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით იმართება. კამპანია მიზნად ისახავს ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და ამ საკითხის მიმართ მგრძნობელობის გაზრდას. ასევე, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და ქალთა უფლებების ირგვლივ სამოქალაქო კონსოლიდაციის გაძლიერებას“, - წერია ინფორმაციაში.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner