logo_geo
eng_logo
ბექა დავითულიანი: „ქართული ოცნება“ არ აპირებს ხალხის მიერ 31 ოქტომბერს გამოხატული ნების რევიზიას
- +

7 დეკემბერი. 2020. 23:50

 

„ჩვენი პოზიცია პირველივე დღიდან იყო მყარი და ცალსახა. „ქართული ოცნება“ არ აპირებს ხალხის მიერ 31 ოქტომბერს გამოხატული ნების რაიმე ფორმით რევიზიას“, - განაცხადა  „ქართული ოცნების“ წევრმა ბექა დავითულიანმა.

 

„ეს პოზიცია უცვლელია და 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გადახედვის საკითხი არ განიხილება. რაც შეეხება საარჩევნო სისტემის დახვეწასა და შემდგომში რეფორმირების გაგრძელებას, ამ საკითხებზე მსჯელობა მიმდინარეობს. პოზიციები კიდევ უფრო დაახლოებულია და იმედი გვაქვს, რომ სასურველი შედეგი მიიღწევა. თუ არ მიიღწევა, „ქართული ოცნება“ შევა პარლამენტში, დატოვებს კარს ღიას და არჩევანი იქნება ოპოზიციაზე“, - აღნიშნა ბექა დავითულიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner