logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: სამწუხაროდ, ე.წ. "გაერთიანებულ ოპოზიციაში" "ძუკნების ომის" ნიშნებია
- +

8 დეკემბერი. 2020. 00:20

 

 

 

„სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობა“ და ბოკერიას „ევრონაცები“ უკვე აშკარად აბულინგებენ იმ პარტიებს, რომლებიც პარლამენტში მოხვდნენ და სხვადასხვა ხისტი განცხადებებით უკვე არაშეფარულად ემუქრებიან“,  - ამის შესახებ ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

 

„ძუკნების ომი".

ამ სათაურით ერთი წერილი რამდენიმე წლის წინ გამოვაქვეყნე გაზეთში "საქართველოს რესპუბლიკა" და ის წერილი ქართულ პოლიტიკურ სივრცეში მიმდინარე პროცესებს ეხებოდა.

"ძუკნების ომი" (Сучья война) საბჭოთა გულაგში 1946-1956 წლებში იმ სისხლიან დაპირისპირებას ეწოდა, რომელიც ერთის მხრივ ე.წ. "суки" (ის მსჯავრდებულნი რომლებიც ხელისუფლებასთან თანამშრომლობდნენ, ან სამამულო ომში წავიდნენ, მაგრამ ომის შემდეგ ისევ გულაგში აღმოჩნდნენ) და მეორეს მხრივ კანონიერი ქურდები და ძველი ტრადიციების ერთგული პატიმრები მონაწილეობდნენ. 

სამწუხაროდ ე.წ. "გაერთიანებულ ოპოზიციაში" სწორედაც რომ "ძუკნების ომის" ნიშნებია.

სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობა“ და ბოკერიას „ევრონაცები“ უკვე აშკარად აბულინგებენ იმ პარტიებს, რომლებიც პარლამენტში მოხვდნენ (პატრიოტთა ალიანსის გარდა, თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ვერ გაუბედავენ) და სხვადასხვა ხისტი განცხადებებით უკვე არაშეფარულად ემუქრებიან.

სამწუხაროდ ეს პარტიები фраернулись და ბოლომდე ვერ დგამენ იმ ნაბიჯს, რაზეც თუნდაც ამ ექვსი თვის წინ, ვერც იოცნებებდნენ, ანუ დეპუტატის მანდატს "დაითრევდნენ".

არადა ერთის მხრივ კარგიცაა. დათა თუთაშხიას ფრაზის ოდნავ ინტერპრეტაციას თუ გავაკეთებთ - არ გვჭირდება ჩვენ მიშას და ბოკერიას გაუპატიურებული კანონმდებლები“, - წერს გაბრიჭიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner