თბილისს შემოერთებულ ტერიტორიებზე გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
„თბილსერვის ჯგუფში“ აცხადებენ, რომ ტექნიკურმა ჯგუფმა სპეციალური ტექნიკით უკვე 200 ტონამდე ტექნიკური მარილი დაყარა.
სამუშაოებს კომპანიის დირექტორის მოადგილე დავით ფაჩულია ადგილზე გაეცნო.
„თბილსერვის ჯგუფი“ ორი დღეა, ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს გზების გაწმენდით სამუშაოებს დედაქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზე. 200 ტონამდე ტექნიკური მარილი არის დაყრილი კოჯორში, ტაბახმელაში, კიკეთში, წყნეთში, დიდგორში, მუხათგვერდში და სხვა ლოკაციებზე. საჭიროებისამბერ ვახორციელებთ გზების გაწმენდით სამუშაოებს, რათა მძღოლებმა უსაფრთხო გადაადგილება შეძლონ“, – განაცხადა დავით ფაჩულიამ.