„ჩვენი ოპოზიცია რომ იყოს პროდასავლური, დიდ ხნის წინ გათვალისწინებული ექნებოდა ევროპელი პარტნიორების რჩევები...“, - წერს ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
„თუმცა, ისინი რჩევებს იღებენ რუსეთიდან და შესაბამისადაც იქცევიან...“, - დასძენს ექსპერტი და აქვეყნებს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი კომისრის, ჟოზეფ ბორელის განცხადებას, რომ „დროა საქართველოში პოლიტიკურმა ძალებმა აჩვენონ ლიდერობა და შესაძლებელი გახადონ პარლამენტის წარმომადგენლობითობა“.