„დღეს ნაცმოძრაობის მომავლის გზამკვლევმა სალომე სამადაშვილმა ტვ "პირველის" ეთერში ევროკავშირის საბჭოს სწორედ ამ სხდომაზე ბრძანა - რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები უკვე მაღალ ტრიბუნაზე განსახილველ თემად იქცა და რომ „ქართულ ოცნებას“ ევროპიდან უსიამოვნო გზავნილები ელოდება“, - ამის შესახებ ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„საბჭო ჩატარდა. უსიამოვნო გზავნილებიც გაჟღერდა. ოღონდ ოპოზიციის მისამართით. მათ შეახსენეს, თუ ნორმალურ, ცივილიზებულ, დასავლურ სამყაროში რას ნიშნავს პოლიტიკური პარტიის ლიდერობა და სად არის ამ ფუნქციის განსახორციელებელი პოლიტიკური ველი“, - აღნიშნავს ქართველიშვილი.
ინფორმაციისთვის, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესმა კომისარმა, ჟოზეფ ბორელმა ევროკავშირის საბჭოს სხდომის ბოლოს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „დროა, პოლიტიკურმა ძალებმა საქართველოში აჩვენონ ლიდერობა და შესაძლებელი გახადონ პარლამენტის წარმომადგენლობითობა“.