ბაღდადში მომხდარ ორმაგ ტერორისტულ აქტს სულ მცირე 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
„bbc"-ის ცნობით, წუხელ, გვიან ღამით, ბაღდადის ცენტრალურ რაიონში, რომელიც შუაღამის შემდეგ ადამიანებით ივსება, მანქანაში დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. შემთხვევის შედეგად, სულ მცირე, 18 ადამიანი დაიღუპა, ათეულობით - კი დაშავდა.
ცოტა ხნის შემდეგ კიდევ ერთი აფეთქება ერაყის დედაქალაქ ბაღდადის ჩრდილოეთ ნაწილში გაისმა. განმეორებით ტერორორისტულ აქტს 3-დან 6-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 20-მა კი მძიმე დაზიანებები მიიღო.
ტელეკომპანია SKYNews-ის ინფორმაციით, მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ" საკუთარ თავზე აიღო.