logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: ოპოზიციის დიდი ნაწილი ახლა არა პოლიტიკურ კულტურას, არამედ სრულ უკულტურობას ავლენს
- +

8 დეკემბერი. 2020. 18:05

 

„ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ერთადერთი მიზანი - დაიბრუნოს ძალაუფლება ნებისმიერი გზით, ხოლო ახალდაარსებული პატარა პარტიები, რომლებმაც მართლაც შეუძლებელი შეძლეს და შეიყვანეს 3-4 დეპუტატი პარლამენტში, ახლა გახდნენ მათი მხრიდან ზეწოლის მსხვერპლნი“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“, პარლამენტის არჩეულმა წევრმა სოზარ სუბარმა განაცხადა..

 

„ოპოზიციის დიდი ნაწილი არა პოლიტიკურ კულტურას, არამედ სრულ უკულტურობას ავლენს. ასევე არსებობს ოპოზიციის მეორე ნაწილი, რომელიც სრულად ემორჩილება ძალადობას, ზეწოლას, ბულინგს პირველი ნაწილის მხრიდან. „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ერთადერთი მიზანი - დაიბრუნოს ძალაუფლება ნებისმიერი გზით, ხოლო ახალდაარსებული პატარა პარტიები, რომლებმაც მართლაც შეუძლებელი შეძლეს და შეიყვანეს 3-4 დეპუტატი პარლამენტში, ახლა გახდნენ მათი მხრიდან ზეწოლის მსხვერპლნი. ისინი ვერც კი ბედავენ, რომ თავიანთი სურვილი მკაფიოდ გამოხატონ. ყველაზე საოცარი ისაა, რომ ამ ბულინგში უფრო მეტად მონაწილეობენ ოპოზიციური არხების ჟურნალისტები, ვიდრე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აქედან თუ ოდესიდან. აქამდე მიჩვეულები ვიყავით, რომ გაბუნია-გვარამიას ტანდემი რაღაცას აკეთებდა. ახლა გამოჩნდა ბევრი გაბუნია და გვარამია „ტვ პირველზე“, რომლებიც მოიწვევენ სტუმარს და ეკითხებიან - „როგორ, თქვენ ღალატობთ ამომრჩევლის ნებას და შედიხართ პარლამენტში? ეს ხომ ღალატია, ეს ხომ სირცხვილია? ამის შემდეგ ხომ გარეთ არ გამოგესვლებათ?“. ისეთი ტექსტებით ლაპარაკობენ, ლენინი რომ არ გამოდიოდა თავისი გაზეთის ფურცლებზე. ეს არის ჩვეულებრივი ბოლშევიკური ტერმინოლოგია და არანაირი კონსტრუქცია. მათ აქვთ ერთადერთი მიზანი - მოვიდნენ ხელისუფლებაში ან მანამდე აყანყალონ ქართული სახელმწიფო და შეარყიონ მისი მდგრადობა და სტაბილურობა, სანამ კატასტროფამდე არ მივა სიტუაცია, რომ იქნებ ამ ამღვრეულ წყალში შეძლონ თევზის დაჭერა. ძალიან სამწუხაროა, რომ ის პოლიტიკოსები, რომლებიც იდეაში ასეთები არ არიან, იმდენად მოექცნენ ამ გავლენის ქვეშ, რომ ვეღარ თავისუფლდებიან და თავისივე განცხადებების მძევლებად იქცნენ“, - განაცხადა სუბარმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner