logo_geo
eng_logo
თემურ ქევხიშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა
- +

8 დეკემბერი. 2020. 20:20

 

საქართველოს სახალხო არტისტი, ლოტბარი თემურ ქევხიშვილი 80 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა.

 

1961–1976 წწ. თემურ ქევხიშვილი იყო ანსამბლ „გორდელას“ ერთ–ერთი დამაარსებელი და წევრი; წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვაჟთა გუნდს, ანსამბლ „ოროველას“, „იმედს“, „დარიალს“, ვოკალური ანსამბლ „ჟურნალისტს“. იყო ანსამბლ „რუსთავის“ სოლისტი; 1981–1990 წწ. იყო საქართველოს ტელე-რადიო გადაცემების „ქართული ხალხური სიმღერების გაკვეთილები“ ავტორი და წამყვანი; გასტროლებზე იყო მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.

 

2013 წლის 11 ივნისს ფონდმა „ქართული გალობა“ თემურ ქევხიშვილი „საუკუნის ხმად“ აღიარა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner