logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: „ქართული ოცნება“ განმეორებით არჩევნებს ან მასთან დაკავშირებულ რაიმე ვერსიას არ განიხილავს
- +

8 დეკემბერი. 2020. 21:25

 

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ  „ქართული ოცნება“ განმეორებით არჩევნებს ან მასთან დაკავშირებულ რაიმე ვერსიას არ განიხილავს. საკითხთან დაკავშირებით მან, აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებისა და ბარიერგადალახული პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის მეოთხე რაუნდის შემდეგ ისაუბრა.

 

მისივე თქმით, არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენების საფუძველი არ არსებობს.

 

„პანდემიის მიუხედავად, ორ მილიონამდე ჩვენმა თანამოქალაქემ თავისი არჩევანი უკვე გააკეთა. საფუძველი არ გვაქვს, რომ მათი არჩევანი ეჭვქვეშ დავაყენოთ.

 

კიდევ ერთხელ მინდა, განგიცხადოთ, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან განმეორებითი არჩევნები, ან მასთან დაკავშირებული რაიმე ვერსია არ განიხილება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner