logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: დეტალების გასაჯაროვებისთანავე მოლაპარაკებებს საფრთხე შეექმნება
- +

8 დეკემბერი. 2020. 22:12

 

 

„ჩვენ ვიყავით წინააღმდეგი დეტალების გასაჯაროვების და ასეთივე დამოკიდებულება საბოლოო ჯამში დააფიქსირეს ელჩებმა, შესაბამისად, დეტალებზე ჩვენ დღეს არ ვსაუბრობთ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

„იყვნენ გარკვეული სუბიექტები, რომლებიც ითხოვდნენ დეტალების გასაჯაროებას, რაზეც ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი საპირისპირო პოზიცია და ელჩებმაც, საბოლოო ჯამში. ანუ, დეტალების გასაჯაროება არ მიგვაჩნია სწორად. თქვენ თუ დააკვირდებით, ვინ ითხოვს და ვინ ახორციელებს ზეწოლას კონკრეტული პოლიტიკოსების მიმართ დეტალების გასაჯაროებასთან დაკავშირებით, მიხვდებით რა დგას ამის უკან. როგორც დეტალები გასაჯაროვდება, მაშინვე საფრთხე შეექმნება მოლაპარაკებებს და მათ წარმატებით დასრულებას. ეს დგას ამ მოთხოვნის უკან“, - განაცხადა კობახიძემ.

 

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი შეთანხმების მიღწევის გარეშე დასრულდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner