საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აშშ-ში მოღვაწე ქართველ ექიმს, დავით მრელაშვილს მადლობას უხდის.
„ეს ექიმი დავით მრელაშვილია, რომელიც აშშ-ში მოღვაწეობს. მინდა მას უღრმესი მადლობა გადავუხადო, რადგან ამ რთულ პერიოდში სამშობლოში დაბრუნდა და ყოველგვარი ხმაურის გარეშე, საკუთარ ქვეყანასა და ხალხს გვერდით დაუდგა.
დავითი სამედიცინო დახმარებას ჩვენს ინფიცირებულ მოქალაქეებს კახეთში უწევს“, -წერს გახარია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.