logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: არცერთი ღრიჭო არ უნდა დაუტოვონ დესტრუქციულ ოპოზიციას საბოტაჟისათვის!
- +

8 დეკემბერი. 2020. 22:37

 

 

„არცერთი ღრიჭო არ უნდა დაუტოვონ დესტრუქციულ ოპოზიციას საბოტაჟისათვის!“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმად,  პოლიტიკოსებს, რომლებიც პარლამენტში არ შევლენ, სადეპუტატო უფლებამოსილება არ შეუწყდება.

 

„საგულისხმო განცხადებაა:

„ჩვენ დროს დავუტოვებთ ამ პარტიებს, იმისთვის, რომ თუნდაც მოგვიანებით შემოვიდნენ პარლამენტში. არ შეუწყდებათ მათ სადეპუტატო უფლებამოსილება. პარლამენტი იღებს ამ გადაწყვეტილებას და ეს არის საბოტაჟის საწინააღმდეგო მექანიზმი, რომელიც არის გათვალისწინებული კონსტიტუციით. ნებისმიერ დროს, მაგალითად მომავალ წელს, მათ შეეძლებათ დატოვონ ბოიკოტის რეჟიმი და შემოვიდნენ პარლამენტში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამდვილად, არცერთი ღრიჭო არ უნდა დაუტოვონ დესტრუქციულ ოპოზიციას საბოტაჟისათვის!

ა ჯუნიორ ვაშაძესა და ელისაშვილს ასე ეშინიათ 'გლავკანალის' ისტერიკის? წუხვარ, რომ პოლიტიკოსობაზე პრეტენზიების მქონენი ასე არიან დაზაფრულნი გვარამიას ტელეკანალიზაციის გამო. რა და შეუვალობა, პოლიტიკური პარაზიტების იგნორირება და საკუთარი საქმის უშფოთველად კეთება თუ არ შეგიძლია, საჯარო სივრცეში ყოფნაზე ნუღარ გექნება პრეტენზია!

მედია, ხსენებულნი და სხვანი გადალახავენ ნაცსექტის ტრაგი-კომიკური ბულინგის ფობიებს და  საკუთარ ამომრჩეველთა მოლოდინებს გაამართლებენ პარლამენტში შესვლით.

მართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა საჯაროდ განაცხადა, რომ პარლამენტი არ იჩქარებს ბოიკოტირებით (იმედია, დროებითი) დაკავებული პარლამენტის წევრების უფლებამოსილების შეწყვეტაზე...“, - წერს აბაშიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner