logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: ვინც რევოლუციაზე ფიქრობს, ის ბუნებრივია, ვერ და არ შევა პარლამენტში, იმიტომ რომ მას საერთოდ არ სჭირდება დემოკრატიული პროცესი ქვეყანაში
- +

8 დეკემბერი. 2020. 23:29

 

„ვინც რევოლუციაზე ფიქრობს, ის ბუნებრივია ვერ და არ შევა პარლამენტში, იმიტომ რომ მას საერთოდ არ სჭირდება დემოკრატიული პროცესი ქვეყანაში,“ - ამის შესახებ სამგორის არჩეულმა მაჟორიტარმა დეპუტატმა სოზარ სუბარმა ტვ „იმედის“ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, რევოლუციური განწყობები საზოგადოებაში არ არის, იმიტომ რომ სტაბილურობა არის მთავარი ღირებულება, რაც დღეს ჩვენს ქვეყანას სამშვიდობოზე გაიყვანს.

 

სოზარ სუბარმა იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიციაში მოიძებნება ძალები, რომლებიც პარლამენტში შესვლას გადაწყვეტენ.

 

„ვინც არ შევა, ვინც რევოლუციაზე ფიქრობს, ის, ბუნებრივია ვერ შევა და არ შევა [პარლამენტში], იმიტომ რომ მას საერთოდ არ სჭირდება დემოკრატიული პროცესი ქვეყანაში, მას არ სჭირდება არჩევნების ლეგიტიმაცია. მათ სჭირდებათ რევოლუცია, იმიტომ რომ ხედავენ, რომ სხვანაირად ძალაუფლებაში ვერ მოდიან. იგულისხმება სააკაშვილი და სააკაშვილის განსაკუთრებით ბნელი მიმდევრები ამ ახალ პარტიაში“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner